პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ოპოზიციის კრიტიკისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების დისკრედიტაციას ახდენს. სუბარმა, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ "თავებში მენტალური კრიზისია".

"მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, რომ შევიდნენ და საწამლავი დაასხან. ეს ცხადია ქვეყანაში ოპოზიციის მენტალობის კრიზისია და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის კრიზისი. იმიტომ, როცა ეს არის მთავარი ოპოზიცია, იქ ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე საზოგადოებასაც. იქ არ არის მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული პარტიის კრიზისი", — განაცხადა სუბარმა იმედის ეთერში.