პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დაცული ტერიტორიების რაოდენობა იზრდება. პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ აღნიშნა, რომ ურუშეთის ეროვნული პარკი შეიქმნება. ტერიტორია სასაზღვრო ზონაში იქნება განთავსებული.

"[პარკი] გახლავთ სასაზღვრო ზონაში და უმნიშვნელოვანესი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის, ასევე, წითელი წიგნის ნუსხაში სახეობების შენარჩუნებისთვის", — აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორია 4 000მ2-ით გაფართოვდება. როგორც გახარიამ აღნიშნა, კავკასიური კეთილშობილი ირმისთვისა და არჩვისთვის კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორი შეიქმნება.