შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას შეითავსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორ ძალისხმევა იქნება გაზრდილი", — განაცხადა გახარიამ.