15 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტი პარტნიორებთან ერთად 2019 წელს დაარსებული უსაფრთხოების პლატფორმის ფარგლებში (UG-Security Platform/UGSP) მორიგ კონფერენციას ჩაატარებს სახელწოდებით: საქართველო დასავლურ და რუსულ სამხედრო პრიზმაში.

კონფერენციის პანელები ითვალისწინებს მაღალი რანგისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ სამი ძირითადი თემის გარშემო დისკუსიის გამართვას.

  • ნატო-საქართველო: გაწევრიანება, სამხედრო მნიშვნელობა და მე-5 მუხლი;
  • რუსეთი და სამხრეთ კავკასია: სამხედრო მდგომარეობა, ესკალაციის რისკები და დე-ესკალაციის გზები;
  • შავი ზღვის სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების ასპექტები.

კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები იქნებიან:

მაიკლ კარპენტერი - აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი, ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.

გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი - ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული სწავლებების ხელმძღვანელი (Pershing Chair).

ზიგიმანტის პავილიონისი - ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.

ბრუნო ლეტე - კვლევითი ცენტრის, გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსი, საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტი.

გუსტავ გრესელი - საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) უფროსი მკვლევარი პოლიტიკის საკითხებში.

მატიას დემბისნკი (Dr.) - ჰესენის მშვიდობის კვლევის ცენტრის (PRIF) წამყვანი მკვლევარი.

მუსტაფა აიდინი (Dr.) - ქადირ ჰას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტი.

დიმიტრიოს ტრიანტაფილუ (Dr.) - ქადირის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული სწავლებების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი.

კონფერენციის პანელების პარალელურად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება სიმულაციური გათამაშება, სადაც მოხდება კონფერენციის თემატიკისთვის რელევანტური სამხედრო-პოლიტიკური სცენარის გათამაშება (war-gaming), მოვლენების სავარაუდო განვითარების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების ფორმულირება.

ასევე, სიმულაციაში მონაწილე სტუდენტებს მიეცემათ კონფერენციის პანელებზე მონაწილე სტუმრებთან უშუალო ინტერაქციის საშუალება.

გაიგეთ მეტი კონფერენციის შესახებ