აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. საელჩოს გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის თემა საქართველოს პოლიტიკური გარემო იყო.

"ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით", — წერია საელჩოს განცხადებაში.

აქამდე ოპოზიციის ლიდერები აშშ-ის ელჩს ოფიციალურ მიღებაზე შეხვდნენ, რომელიც მალევე დატოვეს, რადგან იმ დღეს ევროპელი საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.