ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახი კალაძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს.

"ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი, ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა ცალკეულ პარტიებს, ცალკე შეხვედრები გავაკეთოთ, ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე. მე მივესალმები ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით", — თქვა კახა კალაძემ.

კალაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მასშტაბური აქცია 4 აპრილს დააანონსა.