პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო "საბჭოური ინტერვენცია".

კობახიძის თქმით, ამ პერფორმანსით ოპოზიციამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თავიანთი ღირებულებებით საქართველოში "საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები" არიან.

"ძალიან მოკლედ მინდა შევეხო ნაციონალი კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. გარდა დიპლომისა, ის 9 წლის განმავლობაში საქართველოში ემსახურებოდა სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო 7 წლის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში, სადაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენდა, ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. მუსიკა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც თალაკვაძე ოპოზიციას აგვისტოს ომის მოვლენებზე აკრიტიკებდა.