პარლამენტში, სადაც თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს ოპოზიციის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთეს. მუსიკა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც თალაკვაძე ოპოზიციას აგვისტოს ომის მოვლენებზე აკრიტიკებდა.

პარლამენტის თავმჯდომარე პროტესტის ფორმას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატები აყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა:

"ნახეთ საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ თუ შეიძლება დარბაზი".

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. დღესაც ისინი პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქცია-პიკეტზე იმყოფებოდნენ.