Apple-მა თავისი სტრიმინგ სერვისისთვის სტივენ სპილბერგის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გახმაურებული სერიალი გააცოცხლა.

Amazing Stories პირველად ეკრანებზე 1985 წელს გამოჩნდა და ორი წლის განმავლობაში NBC-ის არხზე გადიოდა. ამ სატელევიზიო შოუმ თავისი ჟანრული მრავალფეროვნებით — კომედია, დრამა, ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, თრილერი — თავიდანვე მრავალი ერთგული გულშემატკივარი შეიძინა.

ახალი სტრიმინგ სერვისისთვის Apple TV+ სერიალის რიმეიქი 35 წლის შემდეგ გადაიღეს, რომლის ტრეილერიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

ახალი სატელევიზიო შოუ პირვანდელის მსგავსად ანთოლოგიის ტიპის იქნება: მის თითოეულ ეპიზოდში განსხვავებულ გმირებს და მათ ისტორიებს გავეცნობით.

Amazing Stories-ის რიმეიქის შექმნაზე სტივენ სპილბერგთან ერთად მუშაობდნენ Lost-ის შემქმნელი ედვარდ კიტსისი და Once Upon a Time-ის პროდიუსერი, ადამ ჰოროვიცი. რაც შეეხება სამსახიობო გუნდს, ახალ შოუში ვიხილავთ ედვარდ ბარნს, ოსტინ სტოუელს, კერი ბიშესა და სხვებს.

სერიალის პირველი სეზონი, რომელიც ხუთი ეპიზოდისგან შედგება, 6 მარტს გამოვა.