ირაკლი შოთაძის დაბრუნებას პარლამენტში კენჭს დისკუსიის გარეშე უყრიან
გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს დისკუსიის გარეშე უყრიან. გენერალური პროკურორის პირდაპირ კენჭისყრით არჩევის საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს, 18 თებერვალს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დააყენა, რასაც უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
როგორც ოხანაშვილმა განმარტა, გუშინ ირაკლი შოთაძეს 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მისთვის შეკითხვები დაესვა. ამიტომ, მისი თქმით, აღარ არის "მიზანშეწონილი", რომ საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ თემად აქციონ.
"იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის არჩევის კიდევ ერთი მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა, რეგლამენტის სრული დაცვით იყო კენჭისყრა, შესაბამისად, ვინაიდან იყო ასეთი დეტალური განხილვა, მე ბიუროს ვთხოვდი, რომ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ", — განაცხადა ოხანაშვილმა.
17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. სხდომას მმართველი გუნდის დეპუტატების გარდა რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ირაკლი შოთაძემ უმრავლესობის 8 ხმა მიიღო.
შოთაძის მოსმენის დაწყებისას თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია დარბაზში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ დეპუტატებს "პოლიტიკური პატიმრების" ფოტოები დაურიგეს და გაშალეს პლაკატი წარწერით "მონა". დეპუტატები სხდომაზე არ დარჩენილან. "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ" — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.
ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.
პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები