ოჰაიოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეების პერსონალურ კარადებსა და კედელს შორის ნაპოვნმა ჩანთამ უამრავი კითხვა გააჩინა. პატარა წითელი ხელჩანთა სკოლის დარაჯმა გასულ წელს იპოვა, როდესაც ადგილზე სამაგრებს ამონტაჟებდა.

მტვრით დაფარული ნივთის ფოტოები სკოლამ ინტერნეტში გამოაქვეყნა, რომ მისი მფლობელი ეპოვა.

ფოტო: North Canton City Schools

აღმოჩნდა, რომ ჩანთა პატი რუმფოლას ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1957 წელს დაკარგა, როდესაც მოსწავლე იყო. ის 2013 წელს გარდაიცვალა, თუმცა სკოლამ მის შვილებთან დაკავშირება შეძლო.

პატი რუმფოლა

"პატის ხუთი შვილი ერთად მოვიდა, რომ ენახათ რა იდო ხელჩანთაში, რომ წარმოდგენა ჰქონოდათ, როგორი იყო მათი დედის ცხოვრება თინეიჯერობაში", — წერია სკოლის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რუმფულას ნივთებს შორის იყო სავარცხელი, წითელი პომადა, ღია ვარდისფერი პუდრი და 26 ცენტი.

ხელჩანთაში ასევე იყო საჯარო ბიბლიოთეკაში, წითელ ჯვარში და სხვადასხვა ორგანიზაციებში წევრობის საიდენტიფიკაციო ბარათები. ასევე რამდენიმე ფოტო, რომელშიც ის და მისი ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ გადაღებული.

და რა თქმა უნდა, საღეჭი რეზინი.

26 ცენტიდან ხურდები ხუთივე შვილს შეხვდა, რომლებმაც ის დედისგან სამახსოვრო რელიკვიებად შეინახეს.

როგორც აღმოჩნდა, რუმფოლამ სკოლა 1960 წელს დაამთავრა და კარიერა მასწავლებლად განაგრძო. 1980 წელს ის დაქორწინდა და ხუთი შვილი გააჩინა.