ეს Diamond Princess-ია: გემი, რომელიც კორონავირუსის გამო 3 თებერვლიდან კარანტინში იმყოფება. კრუიზი იაპონიის პორტ იოკოჰამასთან ახლოს შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგელ მგზავრს ვირუსი აღმოაჩნდა. გემზე 3 700 მგზავრი იმყოფება. ცოტა ხნის წინ დაახლოებით 400-მა ამერიკელმა კრუიზი დატოვა, რომელთაგანაც 44-ს ვირუსი აღმოაჩნდა.

ორშაბათს იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ გემზე დაინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დაავადებულების სრულ რიცხვს 454-მდე ზრდის. ეს კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერაა ჩინეთს გარეთ.

ფოტო: Carl Court/Getty Images

ეს პოსტები გაჩვენებთ, როგორია ცხოვრება კარანტინში მყოფ გემზე:

1. პირველ დღეს მგზავრებს წყალი და გაზიანი სასმელი დაურიგეს, რამაც ისინი ძალიან გაახარა

2. მგზავრები საუზმეს, ლანჩსა და სადილს საკუთარ ოთახებში მიირთმევენ

3. კარანტინის პირველ დღეებში ადამიანებს საცხოვრებელი ოთახების დატოვება აკრძალული ჰქონდათ

"ჩვენ კარანტინში მოვყევით. თუმცა, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და პოზიტიურ განწყობას. უსაფრთხოდ ვართ. აქ სრული კომფორტია. გვაქვს საჭმელი, წყალი და ინტერნეტი", — წერს კრუიზის ერთ-ერთი მგზავრი ტვიტერზე.

4. კარანტინის მეორე დღეს მგზავრებს თერმომეტრები დაურიგეს და დაავალეს, დღეში რამდენჯერმე გაეზომათ სიცხე და თუ 37,5-ზე მაღალი ტემპერატურა ექნებოდათ, პერსონალისთვის ეთქვათ

5. გარეთ გამოსვლასთან დაკავშირებით მგზავრები დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ

6. ადამიანები მალე შეეჩვივნენ კარანტინში ცხოვრებას. ზოგჯერ იმაზეც ხუმრობენ, რომ ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, ყავა საკმარისი არ არის

7. პერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებმა თავი ცუდად არ იგრძნონ. ბავშვებიან ოჯახებს სამაგიდო თამაშები და ტკბილეული დაურიგეს

8. რამდენიმე დღის შემდეგ მგზავრებს რამდენიმე წუთით სუფთა ჰაერზე გასვლის უფლებაც მისცეს, ოღონდ მორიგეობით და სხვა მგზავრებთან რამდენიმე მეტრის დისტანციის დაცვით

9. თუ ამ პატარა შესვენებას არ ჩავთვლით, ოჯახები მთელ დროს ერთ ოთახში ატარებენ

ბავშვები საწოლში წვანან, მამა დისტანციურად მუშაობს

10. იმისთვის, რომ ფორმიდან არ ამოვარდნენ, მგზავრები ვარჯიშობენ

11. ზუმბა დიდი პოპულარობით სარგებლობს

12. ალკოჰოლი დეფიციტშია

13. კრუიზზე მყოფი ადამიანები მათ გვერდით მყოფი დაინფიცირებულების შესახებ ინფორმაციას მედიისგან იღებენ და ხანდახან, ცნობენ კიდეც მათ. მაგალითად, ამ პოსტის ავტორი ამბობს, რომ კორონავირუსით დაავადებული წყვილი ერთ-ერთი თამაშის დროს მის გვერდით იჯდა

14. კრუიზს პატარა ნავიც დაჰყვება, რომელშიც იაპონური მედიის წარმომადგენლები სხედან და მგზავრებისგან ინტერვიუების აღებას ცდილობენ

15. სამწუხაროდ, მგზავრების ნაწილი თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს

"ვნერვიულობ დედაჩემის გამო, ცუდად არის", — წერს ტვიტერზე მგზავრი.

16. გემზე 45 იაპონელი ექიმი, 55 ექთანი და 45 ფარმაცევტია

17. ნაპირთან სასწრაფოს მანქანები დგას

18. მგზავრებს ახლა უკვე შეუძლიათ, ამაზონის ამანათები პირდაპირ ოთახში მიიღონ. გამოწერიდან ერთ დღეში ამანათი მათ ოთახშია

19. სუფთა ტანსაცმლის მოტანის დრო პატარა დღესასწაულია

20. თუ არაფერი შეიცვალა, კარანტინი 19 თებერვალს დასრულდება