ინგლისში ველური თახვები დაახლოებით 400 წლის წინ გადაშენდნენ, თუმცა 2013 წელს ტყვეობიდან რამდენიმე თახვი გაიქცა და ქვეყანაში თავისუფლად მცხოვრები თახვების პოპულაცია აღდგა.

ბრიტანეთის ადგილობრივი მთავრობა ეჭვობდა, რომ თახვების ველურ ბუნებაში დაბრუნება ადგილობრივ სოფლის მეურნეობას ხელს შეუშლიდა, ამიტომ, მთავრობამ მათი დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ადგილობრივები მასობრივი პროტესტით შეხვდენენ. მათი აზრით, თახვები ეკოსისტემას და სოფლის მეურნეობას საფრთხეს არ უქმნიდნენ.

შედეგად, მთავრობამ თახვების "უვნებლობის" საბუთი მოითხოვა.

ახალი კვლევა, რომელიც დევონის ველური ბუნების ფონდის დაფინანსებით განხორციელდია ნათელი საბუთია იმის, რომ თახვები ეკოსისტემისთვის და სოფლის მეურნეობისთვის უფრო მეტ "კარგს" აკეთებენ, ვიდრე "ცუდს".

თახვების გაკეთებული კაშხალი

თახვების გაკეთებული კაშხალი

ფოტო: Public Domain

ეგზეტერის უნივერსიტეტის პროფესორის, რიჩარდ ბრაზიერის ხელმძღვანელობით მეცნიერების გუნდი ბრიტანეთში მცხოვრებ თახვებს 5 წლის მანძილზე სწავლობდა. კვლევის დასკვნაში წერია, რომ "თახვების სასარგებლო გავლენა ეკოსისტემაზე, როგორიცაა წყალდიდობების შემცირება და ეკო-ტურიზმის განვითარება, მცირე ფერმების დატბორვის რისკს მნიშვნელოვნად გადაწონის".

თახვები მცირე ზომის წყალსაცავებს აშენებენ, რაც ხშირად მდინარის ნაკადის ტემპის და მიმართულების ცვლილებას იწვევს. ამის გამო, 2015 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მცირე ზომის ფერმა ნაწილობრივ დაიტბორა.

რადგან თახვები ხშირად ხეებს ღრღნიან, მდინარისპირა რამდენიმე ბაღს საფრთხე შეექმნა, თუმცა საფრთხის უმეტესობა ადგილობრივებმა თავიდან მარტივად აიცილეს და აღმოჩნდა, რომ ბუნების სწორი მენეჯმენტით თახვებთან თანაცხოვრება მარტივია.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ თახვები მდინარეებს დამბინძურებლებისგან და ბუნებრივი სასუქის ნარჩენებისგან ასუფთავებენ. თახვების გამოჩენასთან ერთად, მდინარის გარკვეულ ნაწილებში, სადაც თახვები თავიანთ "კაშხლებს" აშენებდნენ, თევზის პოპულაცია 37%-ით გაიზარდა.

თახვი "სამშენებლო მასალას" ეზიდება

თახვი "სამშენებლო მასალას" ეზიდება

ფოტო: Getty Images

დევონის ველური ბუნების ფონდის წარმომადგენლის, მარკ ელიოტის თქმით, "უამრავი მიზეზია, რატომაც ღირს, რომ ბრიტანეთის ველურ ბუნებაში თახვების დაბრუნებას მხარი დავუჭიროთ."

ბუნებაზე თახვების დადებითი გავლენის მიუხედავად, მათი [თახვების] ცხოვრების უარყოფითი გვერდითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად გარკვეული ზომები მაინც უნდა გატარდეს.

ელიოტი მიიჩნევს, რომ ფერმერები, რომლებსაც მოსავალი თახვების გამო დაუზიანდებათ, ფინანსური ზარალისგან დაზღვეულები უნდა იყვნენ.

ბოლო თვეებში ბრიტანეთის მთავრობამ ველურ ბუნებაში თახვების დაბრუნების ინიციატივას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც ცხოველები სპეციალურად შემოღობილ არეალებში დაასახლეს.

მიუხედავდ მისა, ელიოტის მტკიცებით, მთავრობამ თახვების მდინარის არეალებში გაშვებაზე უნდა იფიქროს, სადაც ისინი შეზღუდულები არ იქნებიან.

"ჩვეენ ზოოპარკის თანამშრომლები არ ვართ, ჩვენ ველური ბუნების კონსერვაცია გვევალება. მომავალში ბრიტანეთის ენდემური ცხოველები ღობეებით არ უნდა დაბრკოლდნენ", — ამბობს ელიოტი.

დევონში ოტერის მდინარეზე თახვების ბინადრობის საკითხს მთავრობა სექტემბრამდე განიხილავს. ცხოველების ბედი კი ამის შემდეგ გადაწყდება.

თუ ბუნების და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი "თახვების მხარეს" დადგება, შესაძლოა, მომავალში სპეციალური შერჩევითი სისტემა შეიქმნას, რომლის ფარგლებშიც თახვების ველურ ბუნებაში და კონკრეტულ მდინარეებზე გაშვება გადაწყდება.