საქართველოს საპატრიარქო იორდანიაში არ დაესწრება იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამეს მიერ დაგეგმილ კრებას, რომელიც ეკლესიათან შორის არსებული პრობლემების განხილვას ეძღვნება. ამის შესახებ საუბარია საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს წერილში, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა.

როგორც წერილშია აღნიშნული, შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს მსოფლიო პატრიარქმა და ზოგიერთი ეკლესიის მღვდელმთავარამაც, რის გამოც ილია მეორე აღნიშნავს, რომ მიზანს "შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას".

"ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და, ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეს ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ; ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისაგან", — ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, ილია მეორე აღნიშნავს, რომ ისინი სიამოვნებით დაესწრებიან რომელიმე რელიგიური დღესასწაულის და საერთაშორისო კონფერენციის ფარგლბეში გამართულ ღონისძიებას.

ფოტო: ანდრია ჯაღმაიძე / Facebook