ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში სასწავლო სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესის დროს ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, სასწავლო დაწესებულებები ერთ შენობაშია განთავსებული.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებული და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.