ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია 17 თებერვალს გარდაიცვალა.

1937 წელს დაბადებული გიორგი შენგელაია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აღიარებული ხელოვანი იყო: მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად მას ბერლინალეს კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვიც აქვს მოპოვებული.

1962 წლიდან 2005 წლამდე რეჟისორმა ქართული კინოს არააერთი გამორჩეული ნიმუში შექმნა, მათ შორისაა ვერის უბნის მელოდიები, სიყვარული ყველას უნდა და ხარება და გოგია.