დღეს, 17 თებერვალს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ კომიტეტზე შესვლამდე მედიის კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მოსმენაზე საკუთარი პროგრამით მივიდა:

"დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე, როგორც ცნობილია ახალი პროკურორის არჩევაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ვაპირებ საუბარს იმ მიმართულებებზე, რაც გამაჩნია პროკურატურის რეფორმირების კუთხით, ასევე, ვუპასუხებ დეპუტატების შეკითხვებს".

ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომიტეტზე დაგვიანებით მივიდა და მათ კითხვებს სხდომის დასრულების შემდეგ გასცემდა პასუხებს.