ინვესტორი ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობს
ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. დღეს, 17 თებერვალს ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მისივე განცხადებით, შენობა ზუსტად იგივე სიმაღლის იქნება, როგორც ადრე. რესტორანი ბუდაპეშტი 2-სართულიანი იყო, მისი ფართობი კი 480 მ²-ს შეადგენდა.
"ჩვენ გვინდა, მივმართოთ თბილისის მერიას ინიციატივით, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება. ვიხილეთ პრეზენტაცია ვაკის პარკისა და ისტორიული კასკადის აღდგენა პრეზენტაციაზე, ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში", — ამბობს ზაქაიძე.
6 თებერვალს თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პრეზენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვით, პროექტის ღირებულება 30 მილიონი ლარი იქნება. როგორც მერია განმარტავს, რეაბილიტაცია 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება და პარკის გარდა, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადისა და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, პროექტი 2020-2021 წლებში უნდა განხორციელდეს.
ერთი თვის წინ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების სრული უფლება აქვს და მშენებლობის განახლებას გეგმავს. ტიფლის კოსტავას დირექტორი, გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ მათ აქვთ სამშენებლო ნებართვა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის უფლებაზე.
გიორგი ზაქაიძის თქმით, კომპანიამ აუდიტორული დასკვნა წარუდგინა მერიას, რის საფუძველზეც უნდა აენაზღაურებინათ მათივე ინვესტიცია, თუმცა როგორც ამბობს, მათთვის სასურველი შეთავაზება მერიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს მერია ვერ მიიღებს:
"დავიფიცები თუ გნებავთ, ვერ ააშენებენ".
სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში
2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ამავე წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
აღნიშნული განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება მწვანე ალტერნატივამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში მოითხოვა. ორწლიანი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მერიის 24 ივლისის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
2016 წელს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს გრაალმა და შპს ტიფლის კოსტავამ, რომლებიც აშენებენ სასტუმრო ბუდაპეშტს.
2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2019 წლის 16 იანვარს კი უზენაესმა სასამართლომ მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები