შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ჰონგ-კონგში ასობით ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს. BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოსახლეობა პირველადი მოხმარების ნივთებს იმარაგებს და ტუალეტის ქაღალდი დეფიციტშია.

პოლიციის განცხადებით, დანებით შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტთან კურიერი დააყაჩაღეს. სულ $218-ის ღირებულების 600-მდე ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი უკვე დაკავებულია.

კორონავირუსის გამო მოსახლეობა სახლშია ჩაკეტილი და პროდუქციას იმარაგებს. მაღაზიებთან გრძელი რიგები დგას და სუპერმარკეტები დახლების შევსებას ვერ ასწრებენ. ტუალეტის ქაღალდის გარდა ჰონგ-კონგში დეფიციტშია მაკარონი, ბრინჯი და საწმენდი საშუალებები. სახის ნიღბებისა და ხელის სადიზინფექციო საშუალებების ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

კორონავირუსის გამო 1 700-მდე ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 70 ათასამდე გაიზარდა.