მესტიაში კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.