ეკვილიბრიუმი ამჯერად აჭარას, სოფელ სალიბაურს ეწვია და ადგილობრივ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის წიგნები ჩაიტანა.

"ჩემი ცხოვრება ასე მოეწყო — გზა, ადამიანები და წიგნები. შრომა და შრომა. კვირაში სამ-ოთხ ახალ სოფელს ვაკითხავთ. ადვილი ვერ არის, მაგრამ იოლი არც არაფერი მიზიდავს. გუშინწინ გარდაბანს, ყარაჯალარს ვსტუმრობდით, მერე თელავს, დღეს კი აჭარაში, სოფელ სალიბაურში ჩავედით წიგნებითურთ, პირველ სკოლაში. ახალი წიგნები, ახალი გამოცდილება. წინ ახალი გზებია", — წერს ფეისბუქზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ფოტო: გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

ფოტო: გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

ფოტო: გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას ცდილობს.