"სამხედრო სავალდებულო სამსახურში" გაზაფხულზე ციხეში ყარაულად სამუშაოდ 1 328 ახალგაზრდას გაიწვევენ. დადგენილება საქართველოს მთავრობის სახელით პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოსცა.

დადგენილებას კანონიერი ძალა 3 თებერვლიდან აქვს. ამ დოკუმენტით ჯამში 4 189‬ ახალგაზრდას გაიწვევენ, თუმცა მხოლოდ მათი მესამედი (1 400) იმსახურებს თავდაცვის სამინისტროში. დანარჩენები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (950), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა (311) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (200) გადანაწილდებიან.

დადგენილების ფარგლებში 18-დან 27 წლის ასაკამდე წვევამდელებს 30 ივნისამდე გაიწვევენ. დადგენილება ვრცელდება ყველაზე, სასულიერო პირების, სტუდენტების, ჩვილი შვილების, ოჯახში ერთი შვილად ყოფნისა და სხვა რიგი გამონაკლისების გარდა.

ამავე თემაზე: გირჩის რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება