თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე კაცის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

შემთხვევა დღეს, 15 თებერვალს, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დგება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე ვადით.