დუშეთის მერიამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულება ისე შეუცვალა, რომ საკუთარი პირობები გაიუარესა და რამდენიმე ათასი ლარი დაკარგა. ეს დასკვნა აუდიტის სამსახურმა 2017 და 2018 წლის დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადო.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს მუნიციპალიტეტმა შპს არქბილდინგისგან შეისყიდა სოფელ გრემისხევში ბოგირის მოწყობის სამუშაოები სოფლის მთავარი გზისა და მიქელაანთხევის გადაკვეთაზე. პირობების შეცვლამდე ხელშეკრულების ღირებულება 55,1 ათასი ლარი იყო, რითაც გათვალისწინებული იყო რკინა-ბეტონის ანაკრები
კონსტრუქციის მოწყობა.

როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ანაკრები რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის ღირებულება იყო 42,4 ათასი ლარი, ხოლო კორექტირების შემდეგ მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის ღირებულებად განისაზღვრა 39,1 ათასი ლარით. შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება უნდა შემცირებულიყო 3,3 ათასი ლარით.

"თუმცა ანგარიშსწორების დროს თანხა სრულად ანაზღაურდა, რადგან სხვაობის თანხის პროპორციულად გაიზარდა ხარჯთაღრიცხვის სხვა პუნქტებში განფასებული სამუშაოების ერთეულის ფასები, მოცულობების შეუცვლელად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის მიერ", — ვკითხულობთ დასკვნაში.