ზუგდიდის მერიამ უსახლკაროებისა და მძიმე სოციალურად დაუცველებისთვის აშენებული სახლები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც მას საცხოვრებლად არ იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურის დასკვნასი ვკითხულობთ, რომელიც 2017 და 2018 წლის დოკუმენტების შესწავლით გამოვლენილ დარღვევებს ეხება.

"ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილა და საცხოვრებლად არ გამოიყენება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურმა ანგარიშს ფოტომასალაც დაურთო, რომელზეც ჩანს, რომ სახლის კიბეებთან გაზრდილია ბალახი.

ფოტო: აუდიტის სამსახური

ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ მშენებლობაში დაიხარჯა 50 ათას ლარზე მეტი, რაც აუდიტის სამსახურის დასკვნით, არაეფექტიანი ხარჯია.