საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას "ჩრდილოელი მოკავშირე" ჰყავს და მათგან მომავალ საფრთხეს ხელისუფლება "ვერ აღიქვამდა". გაჩეჩილაძის აზრით, "დროზე უნდა შექმნილიყო" ლობისტური ორგანიზაციები, რომ დაებალანსებინათ ის მოქმედებები, რომელიც "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

უმრავლესობის წევრმა, იმედი გამოთქვა, რომ ახალი ლობისტური "საქართველოზე ზუსტ ინფორმაციას ჩაიტანენ".

"საჭიროა სწორი და ზუსტი ინფორმირება, რისთვისაც შეიქმნა ახალი ურთიერთობები ლობისტურ ფირმებთან. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელიც მოდის ნაციონალური მოძრაობიდან, მისი ჩრდილოეთ კავშირებიდან გამომდინარე. გასარკვევი ამბავია - მარტო მოქმედებს, თუ ისინიც ეხმარებიან ასეთ საკითხებში", — განუცხადა იმედს გია გაჩეჩილაძემ.