კაცი, რომელიც ძმას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ძმაზე ძალადობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა.

მათივე ინფორმაციით, მოძალადე მსხვერპლს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო სისტემატიურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი.

ამ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში , რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ასევე გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი და სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.