გიორგი კეკელიძე Facebook მომხმარებლებს ეკვილიბრიუმთან დაკავშირებულ სიახლეებს უზიარებს:

დღეს ეკვილიბრიუმი გარდაბნის სოფელ ყარაჯალარის სკოლას ესტუმრა, სადაც უმეტესად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ. პროექტის ფარგლებში მათთვის ახალი, ქართულ ენოვანი ბიბლიოთეკა მოეწყო. გარდა ამისა, ეკვილიბრიუმს ახალი პარტნიორი ჰყავს ბოლტის სახით. ბოლო კარგი ამბავი კი ისაა, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა და სამუზეუმო და საარქივო კვლევისა და მოდერნიზაციის ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს, რაც ათასობით ისტორიული ფოტო-ნეგატივის გაციფრულებას გულისხმობს.

ეკვილიბრიუმის შესახებ

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. იდეის ავტორი და ინიციატორია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა.