აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გეი პრეზიდენტობის კანდიდატს ხმას მისცემდა. ამის შესახებ მან ფოქსნიუსის ჟურნალისტთან, ხერარდო რივერასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა ერთ დღეს ამერიკელებმა გეი პრეზიდენტიც აირჩიონ.

პრეზიდენტის თქმით, არიან ადამიანები ვინც გეი კანდიდატს ხმას არ მისცემდნენ, თუმცა, ის ამ ადამიანებს შორის არ არის.

ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატზე დემოკრატიული პარტიიდან, პიტ ბუთიჯეჯზე, რომელიც ღიად გეია. როგორც ტრამპი ამბობს, არ ფიქრობს, რომ ბუთიჯეჯს ორიენტაციის გამო ზიანი ადგება.