ალბათ გახსოვთ, რომ გასულ კვირას ტესლამ Model S-ის ერთ-ერთ მფლობელს ავტოპილოტი სისტემურად გაუთიშა, რადგან მანქანა გადამყიდველისგან იყო შეძენილი.

ახალმა მფლობელმა მეორადი Model S 2017 წლის დეკემბერში გადამყიდველისაგან შეიძინა, რომელსაც მანქანა ნოემბერში, ტესლას აუქციონზე ჰქონდა მოგებული. პირველ მფლობელს მანქანის სრული კომპლექტაცია ჰქონდა შეძენილი, რომლის შემადგენლობაშიც ავტომატური მართვის სრული პაკეტი შედიოდა.

ხოლო ახალი მფლობელის მიერ მანქანის ყიდვიდან სამ დღეში ტესლამ ყველა ეს ფუნქცია დისტანციურად გათიშა. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ახალ მფლობელს ავტოპილოტის საფასური გადახდილი არ ჰქონდა.

გუშინ, ავტომობილის მფლობელმა The Verge-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ავტოპილოტი და სხვა ყველა დამხმარე ასისტენტი მანქანას დაუბრუნდა. როგორც მფლობელმა თქვა, მას ტესლას კლიენტებთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელი დაუკავშირდა და შექმნილი პრობლემების გამო ბოდიშიც მოუხადა, ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზად კი უბრალოდ გაუგებრობა დაასახელა.

ამავე თემაზე: