უკვე ყველამ იცის, რომ რეჟისორი მეთ რივზი კიმიქსების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერგმირის, ბეტმენის შესახებ ახალ ფილმს იღებს. მასში მთავარ როლს კი ბინდის საგის მსახიობი რობერტ პატინსონი ასრულებს.

პატინსონის შერჩევის გამო კომიქსების მოყვარულების ნაწილი იმედგაცრუებას გამოხატავდა, თუმცა ამას ახალი ბეტმენის ფილმის მიმართ მოლოდინი არ შეუმცირებია, თავად პატინსონმა ყველა "დაამშვიდა", როცა თქვა, რომ თუ მისი ბეტმენი არ გაამართლებდა, პორნოში წავიდოდა.

თავად რივზმა კი, ემოციების ჩასაცხრობად, ბეტმენის კოსტიუმში გამოწყობილი პატინსონის პირველი კადრები გვიჩვენა.

The Hollywood Reporter-ის ცნობით, სატესტო კადრები კინომატოგრაფმა გრეგ ფრეიზერმა გადაიღო, მას კი მელოდიად ფილმის კომპოზიტორის, მაიკლ ჯაკინოს ნამუშევარი გასდევს.

ფილმში, რომელიც 2021 წლის 25 ივნისს გამოვა, მთავარ როლებს ისეთი ცნობილი მსახიობები შეასრულებენ, როგორებიც არიან ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი და ჯეფრი რაითი.

ამავე თემაზე: