აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოება ეზღუდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული რეზოლუციას სენატში 55 მომხრე და 45 მოწინააღმდეგე ჰყავდა. მომხრეთა შორის იყო, ტრამპის თანაპარტიელი, 8 რესპუბლიკელი სენატორიც.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სენატს რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირა.

"ჩვენ ირანთან მიმართებით კარგად გვაქვს საქმე და ახლა სისუსტის გამოვლენის დრო არ არის", – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტისთვის ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებების წარმოების უფლების შეზღუდვის რეზოლუცია აშშ-ს კონგრესმა იანვარში დაამტკიცა. კონგრესმა კანონპროექტი აშშ-ის მიერ ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ მიიღო.