შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკის შეძენა შენახვისა და უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქე დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი სუბუტექსი, ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 5 აბი ექსტაზი და 1 შეკვრა მდმა", — წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშული 5-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.