კალაძემ და კობახიძემ აეროპორტიდან ფეისბუქლაივით აუხსნეს მოქალაქეებს, რა გააკეთეს სტრასბურგში
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში გამართული შეხვედრების შესახებ აეროპორტში ფეისბუქლაივი ჩართეს. მათ მოსახლეობას განუმარტეს, თუ რა მოხდა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას და რა გააკეთეს ვიზიტისას:
"მე და ირაკლი კობახიძემ დღეს, გუშინ, გუშინწინ გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები... შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა. კითხვები ისმოდა საარჩევნო სისტემაზე, ასევე, უგულავას დაკავებაზე. გუშინ ჩვენი ინიციატივა მართლაც შეფასდა ძალიან მაგრად. ჩვენ კი ვუხსნიდით ევროპარლამენტარებს, რომ საქმე ეხებოდა სინამდვილეში 50 მილიონის მოპარვას", — ჰყვება კახა კალაძე
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩაგდებაზე. მან თქვა, რომ ოპოზიციამ "სიცრუით გაჯერებული" ინიციატივები წარმოადგინა, რაც მათივე "მეგობარი ევროპარლამენტარების თანადგომით ჩავარდა".
"დეკლარაცია არის დოკუმენტი, რაშიც აისახება ის პროგრესი, რომელსაც ფაქტობრივად განიცდის ქვეყანა. ეს დოკუმენტი მზადდება თანამშრომლობით და თანაავტორობით. საბოლოოდ, ეს დეკლარაცია არ მიიღეს, თუმცა ბუნებრივია, ეს არ შეუშლის ხელს ჩვენს ევროკავშირთან ინტეგრაციას", — ამბობს ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში.
დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.
რეზოლუციის შესწორებები მოამზადეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და, ასევე, ევროპარლამენტარების ნაწილმა. ქართულმა ოცნებამ სწორედ ოპოზიციის შესწორებებს არ დაუჭირა მხარი.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები