მმართველ გუნდს უჭირს დამატებითი კრიტიკის მიღება — თამარ ხულორდავა
პარლამენტში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, თამარ ხულორდავა ამბობს, ერთობლივ რეზოლუციაში არაერთი კრიტიკული საკითხი იყო ასახული, თუმცა მმართველ გუნდს დამატებითი კრიტიკის მიღება უჭირს. ხულორდავას თქმითვე, საბოლოო შედეგი ბევრად უარესია.
"ეს არ არის კარგი ნამდვილად. ვერ გავიზიარებ ამ ამაღლებულ განწყობას ამ შედეგთან დაკავშირებით. ტექსტი შეიძლება ყოფილიყო უფრო რეალისტური, იყო მცდელობა, რომ გარკვეული ცვლილებები ტექსტში ასახულიყო, მაგრამ მაინც საბოლოოდ ვისურვებდი, რომ მიგვეღო ეს დოკუმენტი", — განაცხადა ხულორდავამ ფორმულასთან.
დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.
"ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, მხედველობაში გვაქვს ავთანდილ წერეთელი, გიორგი რურუა, ნიკა გვარამია, ასევე, გუმბარიძის საქმეზე გამოძიება. იყო 20 ივნისის ამბები, რა თქმა უნდა, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე მძიმე პროცესები და ყველა ეს ცვლილება ჩვენ გავიტანეთ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ყველა ცვლილებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა", — ამბობს ოთო კახიძე.
საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა იმედთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცვლილებების ნაწილი, რომელიც ევროპარლამენტისა და ქართული მხარის მიერ იყო წარმოდგენილი არ იყო კონსტრუქციული. მისი განმარტებით, ბევრი რამ მეორდებოდა და ეხებოდა შიდა პოლიტიკურ სიტუაციას.
"ძალიან დასანანია, რომ არ გვაქვს განცხადება, ვინაიდან რა შეხვედრებიც გამართულა ევროპარლამენტსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ორგანოს შორის სრულდებოდა განცხადების მიღებით. ჩემთვის როგორც თანათავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია დაბალანსებული დეკლარაცია, ის უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ასევე დაბალანსებული", — თქვა მარინა კალიურანდმა იმედთან საუბრისას.
ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.
"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს, ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს, ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები, რასაც თვითონ აკეთებენ, სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი", — აცხადებს დავით სონღულაშვილი.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები