სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 უარყოფს, რომ თავისუფლების მონიტორის მომზადებული საგამოძიებო ფილმების ეთერში განთავსება ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილზე მომზადებული მასალის გამო შეწყვიტეს. არხმა ამ შინაარსის განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

"ეს არ შეესაბამება რეალობას. პროექტი დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მისი ყველა პირობა შესრულდა", — აღნიშნულია განცხადებაში და განმარტებულია, რომ არხის წინააღმდეგ რეპუტაციის დასაზიანებად დაწყებული კამპანიის ნაწილია.

გუშინ, 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშილის შესახებ მომზადებული მასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ნაცვლად ფორმულაზე გავა.