დააზღვიე ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება — Global Georgia Benefits-მა ინოვაციური პროდუქტი ჩემი ბენეფიტი წარადგინა. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს სიახლე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ სტანდარტებს საგრძნობლად აამაღლებს. ვინც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2 თვის განმავლობაში შეიძენს პაკეტს ჩემი ბენეფიტი, შესაძლებლობა მიეცემა დააზღვიოს დამატებით 18 წლამდე ნებისმიერი მოზარდი. დაზღვევის ეს დამატებითი სარგებელი პაკეტში უკვე გათვალისწინებულია.

ჩემი ბენეფიტი გამორჩეული პროდუქტია, რომელიც თავის მომხმარებლებს წლიური 500 000 ევროს ლიმიტით შემდეგი დაავადებების ჰოსპიტალურ, ამბულატორიულ და პრეოპერაციულ მკურნალობას, ასევე პოსტოპერაციულ და ამბულატორიულ ხარჯებს მსოფლიოს მასშტაბით სრულად უფარავს:

  • კიბოს მკურნალობა;
  • კორონარული არტერიის შუნტირება;
  • გულის სარქველის ჩანაცვლება;
  • ცოცხალი დონორისგან ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვა;
  • ნეიროქირურგია;
  • ძვლის ტვინის გადანერგვა.

ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების სირთულიდან გამომდინარე ჩემი ბენეფიტის დაზღვევა თავის მომხმარებლებს სთავაზობს, რომ მომსახურებით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღიარებული კლინიკების სანდო პროფესიონალებთან შეძლონ.

შეიძლება იფიქროთ, რომ საერთაშორისო მომსახურებით სარგებლობისას საერთაშორისო ტარიფებსაც უნდა მოერგოთ, რაც ხშირად მართლაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული: მგზავრობა, საცხოვრებელი ხარჯები, პოსტოპერაციული მკურნალობა და ა.შ. ჩემი ბენეფიტის პოლისი ამ მხრივაც უნიკალურ პირობებს სთავაზობს მომხმარებელს:

  • მგზავრობის ხარჯების დაფარვა დაზღვეულისთვის და თანმხლები პირისთვის;
  • საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა დაზღვეულისთვის და თანმხლები პირისთვის;
  • თარჯიმნის სერვისი;
  • მედიკამენტური მკურნალობა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 25 000 ევრომდე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუდმივადაა ჯანმრთელობის პრობლემების საფრთხის წინაშე, ხოლო საჭირო და სათანადო სამედიცინო მომსახურების ღირებულება ხშირად ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ჩემი ბენეფიტის პროდუქტი ის საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მშვიდად და რისკებისგან დაზღვეულად ცხოვრების შესაძლებლობას მოგვცემს.

კომპანიის შესახებ:
Global Benefits Group არის ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი და წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. Global Benefits Group-ის სადაზღვევო პროდუქტები მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრს, გეოგრაფიული დაფარვის გლობალური ქსელით. გამოირჩევა კლიენტთა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით.