ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი მისწერეს. როგორც კანდელაკი ამბობს, წერილში კრიტიკულადაა შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

"მე ვერ ვიტყვი [შინაარსს] სამწუხაროდ. უნდა გამოაქვეყნოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ", — ამბობს კანდელაკი ფორმულასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ წერილი ნამდვილად მიიღეს, თუმცა აცხადებენ, რომ მისი გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა.

"ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს", — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

25 იანვარს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა ამერიკელი სენატორის წერილი გაასაჯაროვა. პარტიის წევრის, სალომე მადაშვილის თქმით, სხვა წერილებისგან განსხვავებით, ამ კომუნიკაციაში პირდაპირ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეს წერილი დეკემბერში მიიღო და სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო "გადამალა".