საოსკარო სამოსის გამო ნატალი პორტმანს როუზ მაკგოვანმა ყალბი უწოდა
ოსკარების წლევანდელი დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მსახიობ ნატალი პორტმანის ჩაცმულობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია — ადამიანების ნაწილმა შთამაგონებლად მიიჩნია ეს გადაწყვეტილება, ზოგიერთმა კი პორტმანი გააკრიტიკა. კრიტიკოსებს შორის აღმოჩნდა ცნობილი მსახიობი და აქტივისტი, როუზ მაკგოვანიც და ნატალი პორტმანის ამ ნაბიჯს "თვალთმაქცობა" უწოდა.
9 თებერვალს ლოს-ანჯელესში გამართულ ოსკარების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე ნატალი პორტმანი მოსასხამით გამოჩნდა, რომელზეც იმ რეჟისორი ქალების სახელები ჰქონდა ამოქარგული, რომლებიც ამერიკის კინოაკადემიამ არ შეიმჩნია და ნომინაციაში არ წარადგინა: ლორენ სკაფარია (Hustlers), ლულუ ვანგი (The Farewell), გრეტა გერვიგი (Little Women), მარიელე ჰელერი (A Beautiful Day in the Neighborhood), მელინა მაცუკასი (Queen & Slim), ალმა ჰარელი (Honey Boy), სელინ შიამა (Portrait of a Lady on Fire) და მატი დიოპი (Atlantics).
ამერიკის კინოაკადემიას ხშირად აკრიტიკებენ, რომ რეჟისორი ქალების შრომას არ აფასებს: 92-წლიანი დაჯილდოების ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ქალი ხელოვანი მხოლოდ ხუთჯერ იყო წარდგენილი.
სწორედ ამასთან დაკავშირებით კამპანია #MeToo-ს ცნობილმა აქტივისტმა, როუზ მაკგოვანმა ფეისბუქ გვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა და ოსკაროსანი მსახიობი გააკრიტიკა:
"ასეთი ტიპის პროტესტი ხშირად მეინსტრიმული მედიისგან საქებარ შეფასებებს იმსახურებს სიმამაცისთვის. ეს იყო სიმამაცე? სულაც არა. ეს უფრო იმ მსახიობის ქცევას ჰგავდა, რომელიც მზრუნველი ადამიანის როლს თამაშობს, როგორც ამას ბევრი აკეთებს. მსგავსი აქტივიზმი შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც რეალურად შრომობენ ამისთვის. ამას ღვარძლი არ მალაპარაკებს, მხოლოდ ზიზღი — ის და სხვა მისნაირი მსახიობი ქალები რეალურ მოქმედებაზე უნდა გადავიდნენ".
მაკგოვანმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ნატალი პორტმანს თავად იშვიათად მიუღია მონაწილეობა ქალი რეჟისორების პროექტებში:
"ნატალი, შენი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ რეჟისორ ქალთან გიმუშავია და მათ შორის ერთი თავად იყავი. ასევე გაქვს კინომწარმოებელი კომპანია, რომელსაც მხოლოდ ერთ ქალთან უთანამშრომლია — შენთან. შენნაირმა A-კლასის მსახიობებმა პრობლემად ყოფნის ნაცვლად რეალურად უნდა იმოქმედონ. კი, ნატალი, შენ პრობლემა ხარ. მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა პრობლემაა. სხვა ქალების ყალბი მხარდაჭერა პრობლემაა".
მაკგოვანის განცხადებას საჯაროდ გამოეხმაურა ნატალი პორტმანი:
"ვეთანხმები, რომ იმ ჩაცმულობის გამო ჩემთვის "მამაცის" დაძახება არასწორია. სიმამაცედ უფრო იმ ქალების საქციელი უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ ჩვენებებს აძლევენ".
38 წლის ნატალი პორტმანმა თავის სამსახიობო გამოცდილებაზეც ისაუბრა:
"ისიც მართალია, რომ ფილმებზე მხოლოდ რამდენიმე ქალთან ერთად მიმუშავია. ჩემს კარიერაში იშვიათად მქონია შესაძლებლობა, რომ ქალ რეჟისორებთან მეთანამშრომლა: მე ვმონაწილეობდი მოკლემეტრაჟიან თუ სრულმეტრაჟიან ფილმებში, სარეკლამო რგოლებსა და მუსიკალურ ვიდეოებში, რომლებიც მარია კოენმა, მირა ნაირმა, რებეკა სლოტოვსკიმ, ანა ჰოლმერმა, სოფია კოპოლამ, შირინ ნეშატმა და მე გადავიღეთ."
მისი თქმით, მასაც და სხვა ხელოვან ქალებსაც ბევრი დაბრკოლება ხვდებათ კინოინდუსტრიაში:
"ძალიან რთულია, რომ რეჟისორმა ქალებმა კინოსტუდიებისგან დაფინანსების მოპოვება შეძლონ. თუ დაფინანსებას მოიპოვებენ, შემდეგ კიდევ უფრო მეტ გამოწვევას ეჩეხებიან. ბევრჯერ მიცდია რეჟისორი ქალებისთვის დახმარება, თუმცა სამუშაო პირობების გამო ყოველთვის წარმატებით არ დასრულებულა ეს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აქამდეც ვცდილობდი და მომავალშიც გავაგრძელებ იმავეს. და თუ მე არ გამომივა, ვიმედოვნებ, რომ ერთად მაინც მოვახერხებთ ამას".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები