კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილზე კლიპის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა. უწყება მიიჩნევს, რომ ეს კლიპი საარჩევნო რეკლამა იყო და არასაარჩევნო პერიოდში არ უნდა განთავსებულიყო.

კომისიის განცხადებით, თავდაპირველად არხს წერილობით აცნობეს დარღვევის შესახებ და მისცეს ვადა ვიდეორგოლების ბადიდან ამოსაღებად, თუმცა მათ მოთხოვნა დაგვიანებით, 23 დღის შემდეგ შეასრულეს. კომისიაში განმარტავენ, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ამდე ოდენობით, რაც მთავარი არხის შემთხვევაში, მაქსიმალურ 6 479 ლარს შეადგენდა. თუმცა, მათი თქმით, გაითვალისწინეს, რომ ვიდეორგოლები უკვე ამოღებული იყო და დააკისრეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა.

ნახეთ ვიდეორგოლები, რომლის გამოც კომისიამ მთავარი არხი დააჯარიმ.