არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მინიმუმ 6 აუქციონში კანონდარღვევაა. მათი თქმით, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებების განხილვა დასრულებული არაა.

ლიცენზიები სახელმწიფო პროგრამა 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნეს-ის ფარგლებში გამოცხადდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუქციონის გამოცხადებამდე წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს. მწვანე ალტერნატივას განცხადებით, სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ ლიცენზიით სარგებლობა საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ-ს). ამ შემთხვევაში ლიცენზიანტი ვალდებული ხდება გზშ-ს კვლევა ჩაატაროს. სკრინინგის შედეგი, ასევე, შეიძლება საქმიანობაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

მწვანე ალტერნატივა მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაუქმდეს კანონდარღვევით გამოცხადებული ქვემოთ ჩამოთვლილი აუქციონები:

"ზემოაღწერილი კანონდარღვევის დაფარვას წიაღის ეროვნული სააგენტო გასაყიდი ლიცენზიის პირობებში შემდეგი ჩანაწერით ცდილობს: "ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება: "…ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს, "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით" განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება". სკრინინგის გადაწყვეტილების არქონის პირობებში კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები უკიდურესად ბუნდოვანია ლიცენზიის მაძიებლისათვის და მომავალში, შესაძლოა, დავის საფუძველიც გახდეს", — წერს მწვანე ალტერნატივა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული 6 ლიცენზიის აუქციონზე გატანას, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესზე.