კამპანია აჩუქეს ფარგლებში, 13 და 14 თებერვალს, PSP მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სასაჩუქრე-კოსმეტიკურ ნაკრებებზე. ფრანგული კოდალისა და ლიერაკის, კორეული მიზონის, გერმანული სებმედისა და პოლონური ზიაიას სასაჩუქრე ნაკრებები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, თებერვლის თვის აჩუქეს კამპანია მათ ეძღვნება და მომხმარებელს საშუალება აქვს ისინი 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს.

"PSP-ს საქმიანობა უკვე 25 წელია მთლიანად მომხმარებლის ინეტერსებსა და მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ვზრუნავთ, რომ ჩვენთან სტუმრობა მომხმარებლისთვის სარგებლიანი და მარტივი იყოს და ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის მომხმარებლისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. კამპანია აჩუქე PSP-მ 2020 წლის საახალწლო დღეებში დავიწყეთ, რასაც მომხმარებლები დიდი ინტერესით შეხვდნენ. ამიტომ კამპანიას ვაგრძლებთ.

თებერვალში ამ კამპანიის ფარგლებში ყველაზე პოპულარულ სასაჩუქრე ნაკრებებზე შევაჩერეთ არჩევანი. ყოველ მომდევნო თვეს კიდევ ახალ და საინტერესო შეთავაზებებს გავაცნობთ მომხმარებელს", — აცხადებენ PSP-ში.