პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი ევროპარლამენტის მისია იმ ევროპარლამენტარებს დაეხმარება, ვინც ქართულ ოცნებას "ბრალს დებენ". მისი თქმით, დაინტერესებული ევროპარლამენტარები ადგილზე ჩამოსვლით სიმართლეს თვითონვე დაადგენენ.

"ჩვენი კონსულტაციების შედეგად იყო რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ, როგორც ჩვენი ინიციატივა. რატომაც არა, ჩვენ გვდებენ ბრალს კონკრეტულ საკითხებში, მოდით, თვითონვე დაადგინონ. იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვიცავთ, ჩვენი არგუმენტები გვაქვს, მაგრამ სრული სიმართლის დადგენისთვის ევროპარლამენტარების ის ნაწილი, ვინც დაინტერესებული იქნება მოკვლევა ჩაატაროს, ჩამოვიდეს", — განუცხადა რუსთავი 2-ს კუჭავამ.

დღეს, 13 თებერვალს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების მონაწილეობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შექმნა გადაწყდა.

უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის მოვლენებზე მზადყოფნა გუშინ, 12 თებერვალს მზადყოფნა ევროპარლამენტში ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) გამოთქვა. გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე ამერიკელმა კონგრესმენებმა. გარდა ამისა, პოლიტიკოსის დაკავებაზე შეშფოთება გამოთქვეს შვედეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".