2020 წელს ბიზნესისთვის საუკეთესო ვეროპის ქვეყნებს შორის საქართველოს პოზიცია გაუარესდა. კვლევა ევროპულმა პალატამ გამოაქვეყნა. 2019 წელს ანალოგიურ კვლევაში საქართველოს მე-16 ადგილი ეკავა, 2020 წელს კი 70 ქულით მე-18. კვლევაში ქვეყნები 5 კატეგორიადაა დაყოფილი და საქართველო მეორე კატეგორიაში ხვდება.

ევროპული პალატა ინდექსს ორი მონაცემების მიხედვით ადგენს, ესაა მსოფლიო ბანკის ბიზენსის კეთების რეიტინგი (EoDB) და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI). სიაში ქვეყნები მათი ბიზნესგარემოდან გამომდინარე ხვდებიან, ქულები კი 0-100-მდე ენიჭებათ.

ფოტო: EuCham

კვლევის მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებელი დანიას აქვს 86 ქულით, მას შემდეგაა შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი და შვეიცარია. 2020 წელს გაუმჯობესების ყველაზე კარგი მაჩვენებელი სომხეთმა და ყაზახეთმა აჩვენეს. საფრანგეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ალბანეთმა კი პირიქით. სიაში ყველაზე ცუდი მონაცემით 46-ე ადგილზე უკრაინაა.