რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და რუსეთის საბჭოს სენატორის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში ევრო. საბჭოს მინისტერიალს დაესწრება. მისი თქმით, ვიზიტის შესახებ დაძაბულობა "ხელოვნურად არის შექმნილი" ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო გამოცემა რია ავრცელებს.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, მინისტერიალს 14-15 მაისს უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებს, თუნდაც ამისთვის კანონისთვის "გვერდის ავლა" გახდეს საჭირო. მისი თქმით, ქვეყანა "ქართულ სტუმართმოყვარეობას" გამოავლენს.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ "ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის". როგორ აპირებს ამას, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.