ქუთაისში უკვე მეორე დღეა მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. სიცივის გამო 19 საჯარო სკოლაში სწავლა ერთი დღით შეწყდა. ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი მთავარ არხთან საუბარში ამბობს, რომ ქალაქის დიდი ნაწილი მოიცვა საავარიო სიტუაციამ:

"დღეის მდგომარეობით 38 საჯარო სკოლიდან 19 საჯარო სკოლაში ერთი დღით გადაიდო სასწავლო პროცესი. ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება და განაცდენი დღე ერთ-ერთ შაბათ დღეს ანაზღაურდება".

სოკარ გაზში On.ge-ს უთხრეს, რომ დღეს, 13 თებერვალს დღის ბოლომდე აღდგება გაზმომარაგება. ქუთაისში ჯამში 44 ათასზე მეტ მომხმარებელს შეუწყდა გაზი.