Nile Rodgers & CHIC-ის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა ორი საათია დაწყებულია, თუმცა Black Sea Arena-ს ვებგვერდი ამ დრომდე გათიშულია. ბილეთების გაყიდვა დღეს, 12 თებერვალს საღამოს რვა საათზე საკონცერტო დარბაზის ვებგვერდზე უნდა დაწყებულიყო.

ამ ეტაპისთვის Black Sea Arena-ს განცხადება არ გაუვრცელებია. On.ge ცდილობს, რომ საკონცერტო დარბაზის პრესსამსახურს დაუკავშირდეს და ჰკითხოს, როდის აღადგენს ვებგვერდი მუშაობას.

Nile Rodgers & CHIC-ის კონცერტი შეკვეთილში 18 ივლისს უნდა გაიმართოს. Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის.

მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა I Want Your Love, Le Freak, Dance, Dance, Dance და Good Times.