თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ტექნიკური ხარვეზის გამო მეტრო 40 წუთზე მეტხანს იყო გაჩერებული.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს უთხრეს, მეტროსადგურ წერეთელზე ძველ საკაბელო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო ტექნიკური ჯგუფის შესვლა, უსაფრთხოების მიზნით კი მთელ ხაზზე ძაბვა მოიხსნა.