როვერი როზალინდ ფრანკლინი თავისი მისიის შესასრულებლად ემზადება. ახლახან რობოტმა გარემო პირობების მიმართ გამძლეობის ტესტი ტულუზაში, Airbus-ის ქარხანაში დაასრულა.

მარსმავალი საფრანგეთში, კერძოდ კი კანში გადაინაცვლებს და იქ შეურთდება იმ ხომალდს, რომელიც მას წითელ პლანტემადე მიიყვანს. როვერი დედამიწას ივლისში ან აგვისტოში, რაკეტა Proton-ით დატოვებს და მარსს 2021 წლის მარტში მიაღწევს.

ფოტო: European Space Agency

ექვსბორბლიანი რობოტი აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც მას მარსზე სიცოცხლის კვალს მოაძებნiენბს.

მარსმავალის აწყობაზე ბრიტანეტში 18 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, შემდეგ Airbus-მა ის ტულუზაში წაიყვანა, სადაც ის სპეციალურ თერმულ კამერაში, ექსტრემალურ პირობებში გამოცადეს.

პროექტი ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და რუსული როსკოსმოსის გაერთიანებით ხორციელდება.

რაკეტას ყაზახეთიდან, კონკრეტულად კი ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვებენ.

გაიგეთ მეტი: