2020 წელს ინტერნეტი ახალმა სენსაციამ მოიცვა. უკვე რამდენიმე ასობით ადამიანი იღებს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ ცოცხი თავისით, ყოველგვარი კედელზე მიყრდნობის გარეშე ინარჩუნებს წონასწორობას.

პოპულარული ტვიტის მიხედვით, ნასა თითქოსდა ამტკიცებდა, რომ 10 თებერვალი განსაკუთრებული დღე იყო დედამიწის გრავიტაციის გამო და მხოლოდ ამ ერთი დღით, ცოცხი წონასწორობას სულ თავისით შეინარჩუნებდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნასას ორიგინალი განცხადება ამის შესახებ არ იძებნებოდა, თუმცა ეს ფაქტი ბევრისთვის არც არაფერს ნიშნავდა. გამოწვევამ მთელი ტვიტერი მოიცვა.

სასაცილოა არა?

როგორც მოსალოდნელი იყო, ცოცხის წონასწორობას არაფერი არ აქვს საერთო გრავიტაციასთან. ყველაფერი მხოლოდ საყრდენ კედელთან არის დაკავშირებული — თუ ჯაგარს სწორ პოზაში დააყენებ, ცოცხი წონასწორობას ადვილად შეინარჩუნებს.

მალე ვირუსულ მითქმა-მოთქმას აშშ-ს კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა და მეცნიერული მითები გააქარწყლა:

"ასტრონავტი ალვინ დრიუ და მეცნიერი სარა ნობლი #BroomstickChallenge-ს პასუხობენ — როგორც ხედავთ, მარტივი ფიზიკა ყოველდღე მუშაობს და არამხოლოდ 10 თებერვალს".

ინტერნეტი ამ ფენომენით სულ პირველად 2012 წელს დაინტერესდა და მეცნიერებმა განმარტებაც გააკეთეს.

შეიძლება ცოცხის უკან მეცნიერული მიზეზები არ დგას, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ, მეგობრების დასატროლად გადასარევი საშუალებაა.